შინაური ძაღლი, ანუ Canis familiaris, ერთგული და საყვარელი ცხოველია. ადამიანმა ის დიდი ხნის წინ მოიშინაურა და ორივე, აგერ უკვე 10000 წელია, ერთად შრომობენ და თამაშობენ.
ადამიანი
ძაღლს ბევრგვარად ასაქმებდა – დარაჯად, გზის გამკვლევად, მონადირედ და
მღრღნელების გამანადგურებლად ამუშავებდა; მის ბეწვსა და ხორცსაც იყენებდა.
დღეს დიდ ბრიტანეთში ექვს მილიონამდე ძაღლია, აშშ-ში _ სულ ცოტა, 60
მილიონი. ძაღლის 400-მდე ჯიში არსებობს, რომელთა ზომები და ფორმები
ერტმანეთისგან ძლიერ განსხვავდებს – დაწყებული ლანკაშირული
იორშიკ-ტერიერით, რომელიც ორი წლისა 113 გ-ს იწონის, და ძველი ინგლისური
მასტიფით, ე.წ. “ზორბათი” დამთავრებული (1989 წელს ამ ჯიშის ძაღლის
ერთ-ერთი ეგზემპლარი 155 კგ-ს იწონიდა). ძაღლები ხალისიანი, ენერგიული
ცხოველები არიან და ყველანაირ გარემოს ეგუებიან. ევოლუციამ მათ ამ მხრივ
ბევრი ვერაფერი დააკლო. ბევრნაირი ჯიშის არსებობა იმის გარანტიაა, რომ
ყოველთვის მოძებნით თქვენს მოსაწონ ცხოველს. თუ მზრუნველობით და გონივრულად
მოეპყრობით, ძაღლი თქვენს გულკეთილობას ერთგულებითა და სიყვარულით
უპასუხებს და თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.
ძველისძველი მეგობრები
ადამიანმა ბევრი ცხოველი მოიშინაურა, მაგრამ მას ყველაზე ახლო და
მეგობრული დამოკიდებულება მხოლოდ ძაღლთან აქვს. XII საუკუნეში წმ. ბერნარი
ამბობდა: “ვისაც მე ვუყვარვარ, მას ჩემი ძაღლიც უნდა უყვარდეს”