Saturday, January 26, 2013

გერმანული ნაგაზი



გერმანული ნაგაზი, ალბათ, ყველაზე კარგი არჩევანია ძაღლების ჯიშებიდან _ ისინი ცნობილნი არიან ინტელექტით, სიმარჯვით, ერთგულებით და დამცველობითი ბუნებით. მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რასაც მათ მწვრთნელები და პატრონები ასწავლიან.
ისინი ფიზიკურად ძლიერებია და ჩქარები, რითაც დაამტკიცეს, რომ არამარტო საიმედოები, არამედ, ბევრ საქმეში გამოსადეგები არიან_ მათ ყველაზე კარგად იცნობენ, როგორც პოლიციელ ძაღლებს. გერმანულ ნაგაზებს, ძირითადად, იყენებენ ნარკოტიკების ამოღების, დაკარგული ხალხის ძებნის და ცოცხლად დამარხული ხალხის გადარჩენის ოპერაციებში.

შოტლანდიური მეცხვარე

ამ ჯიშის ბევრი მეპატრონე იფიცება, რომ ხანდახან მათი ძაღლების ინტელექტი ადამიანისას უახლოვდება… ეს რამდენად სწორია ალბათ მხოლოდ პატრონებმა იციან, თუმცა ფაქტია, რომ ზოგადად მეცხვარეები გამოირჩევიან გონებაგახსნილობით, რადგან მათი თავდაპირველი დანიშნულება (მეცხვარეობა) დაკავშირებულია დიდ გონებრივ კონცენტრაციასთან და ინტელექტთან. მისი ყოლა არაა რეკომენდირებული ბავშვებთან და უცხოებთან, თუმცა ნამდვილად არიან პატრონის ერთგულები..

Friday, January 25, 2013

პაპილონი


როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ ძაღლის შემხედვარე ვინმეს შიში დაეუფლოს? ალბათ არა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უნდა გეშინოდეთ! ეს ერთი შეხედვით საყვარელი და უწყინარი ძაღლი იმაზე გაცილებით უფრო გულადი და აგრესიულია, ვიდრე თქვენ გგონიათ, ზოგი ადამიანი კი მათ ახასიათებთ როგორც „ხასიათის“ ძაღლი. თუმცა ერთი რამ უდავოა,

დობერმანი


სიმაღლე: ხვადი 66-71 სმ, ძუ 61-66სმ.
წონა: ხვადი 35-40 კგ, ძუ 30-35კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 14 წელი
წარმომავლობა: გერმანია

როტვეილერი


მიუხედავად ამ ჯიშის დაუმსახურებული რეპუტაციისა, როტვეილერი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ერთგული ძაღლია. როტვეილერი არის ტიპური სახლის ჯიში და ერთ-ერთი საუკეთესოა საოჯახო გარემოში. ის არა მარტო საკმაოდ ჭკვიანი ძაღლია, ასევე გამორჩეულია თავისი სწრაფი ათვისების უნარით, ის საკმაოდ ადვილად იწვრთნება და ართულებს რთულ ფიზიკურ და გონებრივ ამოცანებს. როტვეილერი ასევე ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და ერთგული ძაღლია, ამიტომ ხშირად იყენებენ მას დასაცავად. შესაძლებელია სწორედ ეს არის მიზეზი მისი არასწორი რეპუტაციის ჩამოყალიბებისა.

ლაიკა


წარმომავლობა:
ლაიკა ურალის, დასავლეთ და შუა ციმბირის ტყის ზოლის ძაღლია. მისი გამოყვანა რამდენიმე კინოლოგიურ ცენტრში ლაიკების ადგილობრივი მოდგმის მონადირული სარეწაო ძაღლების საფუძველზე მოხდა. ჯიშწარმოქმნა ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, მაგრამ გეგმაზომიერი მოშენება XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს. დასავლურ-ციმბირული ლაიკით ნადირობენ ბეწვიან ნადირზე, წყალზე მცურავ ფრინვეზე, დათვზე, ჩლიქიან ცხოველებზე. ამჟამად, ეს რუსეთში ყველაზე გავრცელებული ლაიკის ჯიშია...

ლაბრადორი


ლაბრადორ რეტრივერი (იგივე ლაბრადორი) — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშია. ეს ძაღლი განთქმულია, როგორც მონადირე წყლიან და ჭაობიან ადგილებში მობინადრე ნადირზე. ასევე, ფართოდაა გავრცელებული კომპანიონი ძაღლის სახით. ლაბრადორი გამოირჩევა მშვიდი და ალერსიანი ხასიათით, ასევე თავისი გონიერებით და ენერგიულობით, ამიტომ იგი საუკეთესო კომპანიონად ითვლება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, განსაკუთრებით მეგობრულია ბავშვების მიმართ. იგი ადვილად ექვემდებარება წვრთნას. მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლად.....